პროექტის შესახებ

ყოველი მე-4 ახალგაზრდა მობილურ ტელეფონზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ლონდონის ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების კოლეჯის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათ 2011 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში 41 კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც 41 800 ახალგაზრდაზე აწარმოებდნენ დაკვირვებას.

შედეგების გაანალიზების მიხედვით, მკვლევარები აცხადებენ, რომ ახალგაზრდების 23% თავიანთ მობილურ ტელეფონზეა დამოკიდებული.წყარო
მათი თქმით, როდესაც ახალგაზრდებს თან საკუთარი სმარტფონი არ აქვთ ისინი უფრო ნერვიულები, დეპრესიულები და აგრესიულები ხდებიან, რაც მათ ჯანრმთელობაზე უარყოფითად აისახება.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების თქმით 17-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება გოგონებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე ბიჭებში.წყარო

მეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში გავაკეთე კითხვარი და ჩავატარე კვლევა.
ამ კვლევის დახმარებით გავიგე თუ რამდენად არიან ახალგაზრდები ტელეფონზე დამოკიდებული. კითხვარი შეავსო სულ 15 ახალგაზრდმა, აქედან 65.5% იყვნენ მამრობითი სქესის წარმომადგენებლები, ხოლო 34.5% მდედრობითი. ძირითადი რესპოდენტები იყვნენ 15-წლიდან 22-წლამდე, კვლევა ძირითადათ ჩატარებული იყო სკოლის მოსწავლებსა და სტიდენტების შორის.
იმ კითხვაზე ''თქვენი აზრით ხართ თუ არა თელეფონზე დამოკიდებული?": 85%-ის პასუხი იყო ''დიახ'' 10% პასუხი ''არა'', ხოლო 5% პასუხი იყო ''მიჭირს პასუხის გაცემა''
იმ კითხვაზე ''ხშირად რისთვის იყენებთ მობილური ტელეფონი?'' დაახლობით 100% იყო სოციალური ქსელებისთვის.

ამ კვლევიდან გამომდინარე, გავიგე რომ ახალგაზრდები სინამდვილეში არიან დამოკიდებული ტელეფონზე, მათთვის ცხოვრება წარმოუდგენელია ტელეფონის გარეშე, ჩემი აზრით ეს ყველაფერი სოციალური ქსელების ბრალია, თუ არ იქნება მაგალითად სოციალური ქსელები, ახალგაზრდებისთვის არ იქნება საიტერესო ტელეფონი და ამით არ იქნებიან დამოკიდებულები.
კითხვარი პროექტის შესახებ იხილეთ აქ


No comments:

Post a Comment